სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტსა და “Youth in Conservation Cultural Heritage-ს“ - YOCOCU-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და YOCOCU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა მაკკიამ.
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ღონისძიებებში.
შეგახსენებთ,რომ “Youth in Conservation Cultural Heritage” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულებით მუშაობს.